საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება – სააგენტოს განცხადება

საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება – სააგენტოს განცხადება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგიერთ სადგურზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება.

უწყებაში განმარტავენ, რომ ეს განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით, სიტუაციის გაუმჯობესება კი მეტეოროლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს.

ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge.

მსგავსი სიახლეები